ევროკავშირის სანქციები

01 მარტი 2022, 10:53 733 ნახვა

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის ხელისუფლების, ბიზნესის და მედიის 26 წარმომადგენელს. ისინი ვეღარ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. გაიყინა მათი აქტივები.

რუსული პროპაგანდისტული მედიიდან რედაქტორები და ტელეწამყვანები: არკადი მამონტოვი, ტიგრან კეოსაიანი, ოლგა სკაბეევა, მოდესტ კოლეროვი, რომან ბაბაიანი და ანტონ კრასოვსკი. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მსხვილი ბიზნესის, მათ შორის ბანკების და ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს.

პერსონალური სანქციები ამოქმედდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილის, სერგეი პინჩუკის, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილეების, ალექსეი ავდეევის და რუსტამ მურადოვის და ამავე ოლქის მე-8 გვარდიის მეთაურის, ანდრეი სიჩოვის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებიდან „შავ სიაში“ არიან: პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო, მშენებლობის და ტრანსპორტის მინისტრები ირეკ ფაიზულინი და ვიტალი საველიევი და ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურჩაკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი