აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

28 თებერვალი 2022, 18:38 1203 ნახვა

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დამაგობრებული ოლქების და ქალაქების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხით მოხდება სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტების შესყიდვა და უკრაინული მხარისთვის გადაცემა.

"აჭარის მთავრობა აქვს აქტიური კომუნიკაცია დამეგობრებულ უკრაინულ რეგიონებთან დაჰუმანიტარული ტვირთის შეძენაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. მეგობარი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩაერთვებიან ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების მხრიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსები უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტებიდან 200 ათასი ლარის მობილიზება განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა უკრაინელი ვიზიტორების მასპინძლობისა და სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი