ომის მეხუთე დღე უკრაინაში

28 თებერვალი 2022, 12:15 848 ნახვა

კიევში გაძლიერებული კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სასურსათო მაღაზიები ამუშავდა.  თუმცა კიეველებს თხოვენ არ გამოვიდნენ ქუჩებში და  არ გადაადგილდნენ ქალაქში გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.  ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნიკოლაი  პოვოროზნიკმა განაცხადა.

ზოგადად ამ ღამემ მშვიდად ჩაიარა, იყო რამდენიმე შეტაკება და ბრძოლა  დივერსიულ-სადაზვევრვო ჯგუფებთან, მაგრამ ამ ღამეს  ქალაქი უფრო თავდაცვისთვის ემზადებოდა. 

ამიტომაც ქალაქის ქუჩებში ბარიკადები და ტანკსაწინააღმდეგო დაბრკოლებები ეგრეთწოდებულ ზღარბებია დამონტაჟებული. ორდღიანი კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ კიეველები  დღეს პირველად შეძლებენ ქუჩაში გასვლას, აფთიაქებსა და მაღაზიებში პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას. ამუშავდა კიევის მეტროც, თუმცა საგანგებო გრაფიკით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში