რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო თურქეთის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
შეხვედრაზე რუსული აგრესიის შესაჩერებლად ნაბიჯებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტი ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, რომელსაც თურქეთი ომის შესაჩერებლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ახორციელებს. მას ორივე ქვეყანასთან პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს- წერს თურქული გამოცემა ჰურიეთი.
საუბარი შეეხება ასევე ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მის ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ტურისტულ სექტორზე, ასევე უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაზე.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერდოღანი განცხადებით გამოვა. გუშინ თურქეთმა ომის პირობებში, როცა თურქეთი არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს, მონტრეს კონვენციის დებულების შესრულების შესახებ განაცხადა. იგი სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვას ითვალისწინებს.