ომის მეხუთე დღე უკრაინაში 

28 თებერვალი 2022, 09:51 1156 ნახვა

შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნეიტრალური ქვეყანა დღეიდან  რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს და რუსული აქტივები დააყადაღოს. შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შვიდწევრიანი ფედერალური საბჭო  დღეს შეიკრიბება და ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს განიხილავს.

კითხვაზე,  გაყინავს თუ არა შვეიცარია რუსულ ანგარიშებს ევროკავშირის მსგავსად, შვეიცარიის პრეზიდენტმა  ასე უპასუხა,  „დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამის გაკეთებას გადაწყვეტს  ხვალ, თუმცა მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჯერ არ მიღებულა“.

კასისიმა ასევე აღნიშნა, რომ  შვეიცარიის ნეიტრალიტეტი შენარჩუნებული უნდა იყოს და ის მზადა შესთავაზოს დიპლომატიური მომსახურება, თუ ბელორუსის საზღვარზე უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კი  აცხადებს, რომ  რომ მისი ქვეყანა უკრაინის საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. მისი თქმით, ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე და მოსკოვის წინააღმდეგ ქმედებამ „შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნის სოფლის მეურნეობას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში