პუტინი თვლის, რომ სამხედროები რომლებიც „უკრაინაში მსახურობენ“ მადლობას იმსახურებენ

27 თებერვალი 2022, 13:27 963 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ სამხედროები რომლებიც, მისი თქმით, „უკრაინაში მსახურობენ“, მადლობას იმსახურებენ, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სარდლობას, სპეციალური ოპერაციული ძალების პირად შემადგენლობას, სპეცდანიშნულების რაზმის ვეტერანებს ფიცისადმი ერთგულებისთვის, უმწიკვლო სამსახურისთვის“.

მისი თქმით, სამხედროებმა არაერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმოქმედონ მაქსიმალურად კომპეტენტურად, ნებისმიერ ურთულეს პირობებში გადაჭრან ურთულესი და საპასუხისმგებლო ამოცანები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი