მძიმე ღამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს

27 თებერვალი 2022, 12:07 1372 ნახვა

მძიმე ღამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელი სამხედროების სიმამაცეზე საუბრობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ღამის განმავლობაში არაერთ მსოფლიო ლიდერს ესაუბრა, რომლებმაც უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უკრაინა მზადაა დაიცვას მისი ქვეყანა. უკრაინელები არავის მისცემენ უფლებას, მათი მიწა დაიკავონ.

„მთელი ღამის განმავლობაში ვესაუბრებოდი მსოფლიო ლიდერებს, უკრაინის მეგობრებს. ახალი ურთიერთობა დავამყარეთ იტალიასთან. ისინი რაკეტებს გვიგზავნიან. ინდოეთი ტრადიციულად მსოფლიო ძალაა. ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ ჩვენი ტერიტორიების დაცვა. მან გამოთქვა სრული მხარდაჭერა. ასევე ერდოღანმა მხარი დაუჭირა ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შევთანხმდით, რომ მთავარი შავი ზღვის დაცვაა.

აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა შემოგვთავაზეს, რომ განვიხილოთ მოლაპარაკებები რუსეთთან,.ჩვენ ამას მივესალმებით.

თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი მზადაა მხარი დაგვიჭიროს. უკრაინამ ყველას სიყვარული დაიმსახურა. ამის შემდეგ კი SWIFT-ია“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მიმართა ბელარუს ხალხს და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი