კიევი ბრძოლას განაგრძობს, კიევი არ ეცემა უკრაინის დედაქალაქმა კიდევ ერთ ინტენსიურ შეტევას გაუძლო, ოკუპანტური ძალები მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით უტევდნენ ქალაქს, მაგრამ ქალაქის დაცვა ეფექტურად პასუხობს, არის დანაკარგები გარდა ამისა შეტაკებები იყო ვასილკოვოსთან სადაც რუსებმა ააფეთქეს ნავთობგასამართი სადგური, რაც როგორც უკრაინული წყაროები აცხადებენ სახიფათო ხდება არამარტო ხანძრის არამედ იმ ქიმიური ნივთიერებების ჰაერში გაბნევით, რომელიც წარმოიქმნება, მოუწოდებენ მოსახლეობას დაკეტონ ფანჯრები მავნე ჰაერისგან თავის არიდების მიზნით.. ზოგადად ბრძოლები მთელი ქვეყნის აღმოსავლეთ ხაზში მიმდინარეობს, გავრცელებული ინფორმაციით უკრაინელებმა ჩამოაგდეს კიდევ ორი ილი ანუ სადესანტო გადამზიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება რუსების სადესანტო ჯგუფების გადმოსხმა.. უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე, - ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 64-ია. გაერომ ასევე განაცხადა, რომ 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის შეჭრამ, შესაძლოა, ხუთი მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქციოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია რომ ბელგოროდში 5 ათასმა რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, იმ მოტივით რომ მათი კონტრაქტი უკრაინასთან ომს საერთოდ არ ითვალისწინებდა.. ოკუპანტი არ ინდობს ბავშვებსაც არც ავადმყოფებს როგორც გავრცელდა ინფორმაცია მოხდა თავდასხმა ონკოლოგიურ კლინიკაზეც უკრაინა ღებულობს დახმარებას მათ შორის ნატოს წევრის ქვეყნებისგან, ლიეტუვასგან მოვიდა შეარაღების პირველი პარტია, გარდა ამისა როგორც იცით გერმანიისგან მიიღებენ დამატებით სტინგერებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით, ამერიკაში დამტკიცა 350 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი.. და ეს დახმარება უკვე გზაშია..რაც შეეხება სანქციებს მარტივად რომ ვთქვათ ორშაბათას რუსული ვალუტა ყველა პროგნოზით სრულიად უნდა დაეცეს, რადგან რუსეთს სვიფტიდან თიშავენ, უკვე გაითიშა ქვეყნის წამყვანი ბანკები, რაც სპეციალისტების შეფასებით რუსეთს სრულ კატასტროფად უქადის და ეს პრობლემა მას კიდევ უფრო გაუღრმავდება, გარდა ამისა როგორც იცით ევროპული საჰაერო სივრცე რუსეთისთვის დაკეტილია და ანალოგიურად რუსეთის სივრცე დაკეტილია ევროპისთვის, არადა სწორედ ეს საჰაერო გზა იყო ჩინეთის მთავარა საჰაერო-სავაჭრო კავშირი ევროპასთან , რაც იმას ნიშნავს რომ პრობლემები ამ გადაწყვეტილებით და რუსეთის ქმედებების გამო ექმნება ჩინეთსაც ..უკრაინა იღებს დახმარების ახალ პაკეტებს
სლოვაკეთი აწვდის 12000 ათას 120-მმ-იან ნაღმტყორცნებს 10 ათას ტონა საწვავს 2400 ტონა საავიცაო საწვავს, ბელგია 2000 ტყვიამფრქევვი და 3800 ტონა საწვავი.. აზერბაიანი 5 მილიონ ევროს ღირებულების სამედიცინო საშუალებებს, ასევე გაიგზავნება დახმარება ნავთობპროდუქტები სახით, სოკარი კი უკრაინაში უფასოდ ჩაუსხამს საწვავს მაშველებსა და საწვავს
ლატვია 30 სატვირთო აგზავნის, რომელშიც არის შეიარაღება და ჰუმანიტარული დახმარებაა
გერმანია 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 500 სტრინგერის რაკეტა
ვაიბერის ხელმძღვანელი 9 მილიონამდე ევროს ჩუქნის უკრაინას
უკრაინაში საომარი მოქმედებების პარალელურად , ჰაკერულ ჯგუფებმა რუსეთის სამთავრობო არხებზე კიბერშეტევა განახორციელეს. რუსულ არხებზე უკრაინაში ომის კადრები გადიოდა, რადიოებში კი უკრაინის დროშის ფონზე ჰიმნი ხმა ისმოდა. ჰაკერულმა ჯგუფებმა ასევე რუსების სამხედრო რაციების სიხშირე დაახშეს. ინსტაგრამმა კი რაზმად კადიროვის ექაუნთი დაბლოკა, რომელსაც 4.7 მილიონი გამომწერი ჰყავდა.