რუსეთ-უკრაინის ომის მესამე დღეს ბრძოლა მიდის ისევ იქ, საიდანაც დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ წინ წასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განცხადა.
„ომის მესამე დღეა და ბრძოლები პოზიციებიდან ისევ იმ რეგიონებშია, სადაც ის დაიწყო. ეს არის ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი - ისევ იმავე ადგილებში“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით სიტუაცია იძაბება კიევში, დედაქალაქში, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება იმყოფება.
„ეს არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ვინაიდან რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლაა. ესეც იმიტომ, რომ ხელმძღვანელობა არსად წასულა და არც წავა“ - განაცხადა პოდოლიაკმა.