რადა უკრაინელებს კატეგორიულად აფრთხილებს, რომ ვასილკოვის ნევთობაზის დაბომბვის გამო, მათ ფანჯრები უნდა დახურონ, რადგან ის რაც ახლა ამ ქალაქში ხდება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ადგილობრივების ჯანმრთელობას.
„დახურეთ ფანჯრები! ქარი სისტემატურად იცვლის მიმართულებას და შესაძლოა მან კვამლი და საშიში ნივთიერება სხვადასხვა მიმართულებით გაფანტოს. ნათქვამია რადას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ინტენსიური დაბომბვების შედეგად ხანძარი გაჩნდა ვასილკოვის ნევთობაზაზე. ქალაქის მერი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დახმარებას ითხოვს.