აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთის დასჯის ერთადერთ საშუალებად დაწესებულ სანქციებს მიიჩნევს.
„ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, რუსეთი მაღალ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გამო და იქვე განმარტავს, რომ ეს კონფლიქტი ევროპას და ნატო-ს ერთმანეთთან აახლოებს.
„ის (პუტინი) ქმნის იმ ეფექტს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის გათვლებს“ - განაცხადა ბაიდენმა.