რუსეთს „ევროვიზია 2022“-ში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) მიიღო.
"ეს გადაწყვეტილება უკავშირდება შეშფოთებას, რომ უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, წლევანდელ კონკურსში რუსეთის მონაწილეობა კონკურსის რეპუტაციას ძირს გამოუთხრის", - ნათქვამია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, EBU-ს წევრ მაუწყებლებთან ერთად, მათ შორის საქართველოს პირველ არხთან ერთად მიიღო.