ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს სასტუმროებში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. უწყებას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 - მდე უკრაინელმა ტურისტმა. ამოქმედებულია ცხელი ხაზი სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.