სოლიდარობა უკრაინას - თბილისში

25 თებერვალი 2022, 19:33 1074 ნახვა

მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე. უკარინაში ომია. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. კიევში დღეს  საღამოს 5 საათის შემდეგ, განმეორებითი განგაში გამოცხადდა. ყველას, ვინც დედაქალაქში იმყოფება, სთხოვეს სასწრაფოდ გადავიდნენ უახლოეს თავშესაფარში. გამოცხადდა საჰაერო თავდასხმა ვინიცაში. დასავლეთი კი ვლადიმერ პუტინის შეჩერაბს სანქციებით ცდილობს. ომის მეორე დღეს შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრია. ქართველი ხალხი კი, რომელმაც 1990-იან წლებში აფხაზეთის და 2008 წლის ომის დროს, თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია მეგობარ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ, ისმის მხარდასაჭერი შეძახილები.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი