აჭარაში კოვიდის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

25 თებერვალი 2022, 10:55 993 ნახვა

25 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1803 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 284 საიდანაც: 5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 547. მძიმე პაციენტია 131, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი.

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 103 - აჭარაში. 107 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში