უკრაინის ეკლესიის პოზიცია

24 თებერვალი 2022, 20:26 891 ნახვა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებლური  ეკლესიის ვებგვერზე. „ვიცავთ რა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს და ვთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი.  უკრაინელი და რუსი ხალხები  დნეპრის მოსანათლი ემბაზიდან გამოვიდნენ  და ამ ხალხებს შორის ომი-ეს  კაენის ცოდვის გამეორებაა, რომელმაც შურით მოკლა  საკუთარი ძმა. ასეთ ომს არ აქვს გამართლება არც ღმერთთან და არც ხალხთან-აღნიშნა მიტროპოლიტმა ონუფრიმ.   მან ასევე მოუწოდა უკრაინელებს  არ აჰყვნენ პანიკას, იყვნენ გაბედულები  და გამოიჩინონ სიყვარული სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი