სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ, ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„24 თებერვალს, 05:00 საათზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე სარაკეტო დაბომბვა ბორისპილის, ოზერნომუს, კულბაკინომუს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩორნობაივცის აეროპორტების, და ა.შ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტების.
პარალელურად, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო.
სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ, ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსული ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა გაანადგურეს.
„გაერთიანებული ძალების ოპერაციის სარდლობის ინფორმაციით, დღეს, 24 თებერვალს, სჩასტიეს რაიონში, განადგურებულია რუსეთის ფედერაციის ორი ტანკი და რამდენიმე რუსული სატვირთო მანქანა. გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.