პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მშვიდობიანი ქალაქები იბომბება - კულება

24 თებერვალი 2022, 08:11 1655 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, - წერს კულება „ტვიტერში“.

კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმების ისმის. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება სამხედრო ობიექტებზე.

უკრაინამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის, საჰაერო სივრცე დახურა.

აფეთქებების ხმა ისმის კიევს მახლობლად. უკრაინული მედიის ცნობით, ღამით რამდენიმე საათით დაიხურა ხარკოვისა და დნეპრის აეროპორტები.

CNN შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ განხორციელდა სარაკეტო დარტყმები. 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში