21 თებერვალი მსოფლიოს 100 მეტი ქვეყანაში გიდების საერთაშორისო დღეა. აჭარის გიდების ასოციაცია კი დაარსებიდან 20 წელს ითვლის და გამოწვევების ნუსხა კვლავ ვრცელია. გიდები საუბრობენ არაჯანსაღ კონკურენციაზე. ასევე პანდემიით გამოწვეულ პრობლემბეზე და ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც გიდების საქმიანობის წესს უზრუნველყოფს. დაიცავს მას და დაადგენს სტანდარტს, რომელსაც გიდი უნდა აკმაყოფილებდეს. ამბობენ, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. ნონა დიასამიძე და გენადი ჯაში მოგიყვებათ სფეროს წარმომადგედლების შესახებ.