რა ინფორმაცია აქვს „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიაზე

19 თებერვალი 2022, 16:20 977 ნახვა

„ქართული ოცნების“  პარტიის თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელ გიორგი გახარიას ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ადანაშაულებს და  საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციებს ჰპირდება. რის გასაჯაროებას აპირებს  მმართველი პარტია ახლა უკვე ოპონენტ გახარიაზე, ამის შესახებ ირაკლი კობახიძე ჯერ არაფერს ამბობს. გვითხრა მხოლოდ  ის, რომ  ბევრი რამ  მათთვისაც უცნობი იყო და რიგ საკითხს,  როგორც აცხადებს, არაკომპეტენტურობით ხსნიდნენ, მაგრამ რას გულისხმობს -  არ აზუსტებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში