ბრიტანულმა გავლენიანმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „ ზე ეკონომისტმა“ ახალი გამოცემა ურაინა-რუსეთის საზღვარზე კრიზისს მიუძღვნა. „შეიჭრება უკრაინაში თუ უკან დაიხევს, პუტინი რუსეთს აზარალებს“ - ასეა დასათაურებული ფოტოსურათი, რომელიც გამოცემის გარეკანზეა განთავსებული. მასზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაფიქრებული სახით უკრაინის რუკის მოხაზულ კონტურებზე დგას და მარცხენა ხელში ფუნჯი უჭირავს. წითელი საღებავით შეღებილია ოთახის ფაქტობრივად ყველა კედელი, პუტინი კი ოთახის კუთხეშია მოთავსებული.
რედაქცია განმარტავს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანის შესახებ კრემლის ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერებას განაგრძობს.