რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ლუგანსკის რეგიონში სკოლისა და საბავშვო ბაღის მძიმე საარტილერიო იარაღიდან დაცხრილვა ტერაქტებად შეფასდა. უკრაინის ეროვნული უშიშროების სამსახურმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საოკუპაციო ძალებმა დღეს დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის- მსხვილკალიბრიანი არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით გაუხსნა. დაზიანებულია სამხედრო ტექნიკა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ერთმა ჭურვმა საბავშვო ბაღის კედელი შეანგრია. დაშავებულია ბაღის სამი თანამშრომელი. საათნახევრის შემდეგ ოკუპანტებმა საარტილერიო დარტყმა მიიტანეს ვრუბოვკის დასახელებაზე. დაზიანებულია ადგილობრივი სკოლის შენობა, რომელშიც თავდასხმის დროს 30 მოსწავლე და 14 მასწავლებელი იმყოფებოდა. მათ სკოლის სარდაფს შეაფარეს თავი. ჭურვები გაზსადენსაც მოხვდა და დააზიანა. სულ კი საოკუპაციო ძალებმა შუაღამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 29-ჯერ დაარღვიეს, დაშავებულია უკრაინის არმიის ერთი ჯარისკაცი.