საწარმოს აქციონერები დირექტორის წინააღმდეგ - აქცია ბათუმში

15 თებერვალი 2022, 14:52 2177 ნახვა

ყოფილი ხის გადამამუშავებელი საწარმოს კერძო აქციონერები დირექტორის წინააღმდეგ. ისინი დღეს აქციაზე შეიკრიბენენ. ამბობენ, რომ  დირექტორი, რომელიც საწარმოს 51% -იან წილს ფლობს, ტერიტორიაზე არსებულ 14  500-კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს და აქ მდებარე სხვადასხვა საოფისე ფართს  პირადი სარგებლობისთვის იყენებს. მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  საწარმოში შექმნილი სიტუაციის შესასწავლად აუდიტის სამსახურს და პროკურატურასაც მიმართეს, მაგრამ ამ ეტაპზე საქმეზე სამართლებრივი წარმოება არ დაწყებულა.

99-მა აქციონერმა ცალკე სააქციო საზოგადოება ჩამოაყალიბა, ისინი, როგორც საწარმოს თანამშრომლები,  ითხოვენ  ფართები თავადაც გამოიყენონ. საწარმოს დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი