მიწისძვრა საქართველოში და ავარიული სახლები

14 თებერვალი 2022, 11:50 3495 ნახვა

მიწისძვრის შედეგად ბათუმში, მაიაკოვსკის N 55-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა შენობა დატოვეს. მათი თქმით, წლებია ავარიულ სახლში ცხოვრობენ. გუშინ კი, მიწისძვრის გამო, ბზარების რაოდენობა გაიზარდა.

სახლის ბინადრები უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ითხოვენ. მათივე თქმით, არაერთი აქციაც გამართეს, თუმცა უშედეგოდ. სახლის მცხოვრებლებს  მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზეს.

უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი შენდება, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ბოლომდე არ შეასრულა და მიდის სამართლებრივი დავა.

საქართველოში გუშინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელი სამება იყო, ხოლო სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი