იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება მხოლოდ ვირუსის ასიმპტომური ან მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ინფიცირებულებისთვის - პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იღებს მისი ოჯახის ექიმი. კარანტინის ვადები მცირდება დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვისაც. ახალ რეგულაციებსა და ვაქცინაციის სტატისტიკის შესახებ ნონა დიასამიძის რეპორტაჟიდან შევიტყობთ.