ნიუ-იორკში კოვიდშეზღუდვებს აუქმებენ

09 თებერვალი 2022, 18:00 970 ნახვა

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის პანდემიის გამო ზოგიერთ საწარმოში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას აპირებენ.  ნიუ-იორკ თაიმსის მონაცემებით, ადგილობრივი ხელისუფლება შეუერთდა სხვა შტატების ინიციატას, რომლებიც ასეთ ზომებზე წავიდნენ.  კოვიდშეზღუდვების გაუქმების შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა  კეტი ჰოუკულმა განაცხადა. საწარმოებმა უნდა გააუქმონ შენობებში პირბადეების გამოყენების ვალდებულება.  მანამდე თანამშრომლებს  პირბადეების მოხსნა მხოლოდ ჭამის დროს შეეძლოთ. 

პირბადეების ტარების ვალდებულება სრულად 31 მარტამდე გაუქმდება, როცა კოვიდშემთხვევათა პიკი გადაივლის.  ახალი წესების თანახმად, საწარმოებმა უნდა მოითხოვონ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატები როგორც კლიენტებისგან, ასევე თანამშრომლებისგანაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში