ფაუჩის ინტერვიუ

09 თებერვალი 2022, 14:01 691 ნახვა

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ  კორონავირუსის  სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა იმედს გამოთქვმას, რომ მალე შესაძლებელი გახდება კოვიდ-19-თან დაკავშირებით შეზღუდვებზე უარის თქმა. „ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ვირუსის ბოლომდე განადგურებას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ გვიახლოვება დრო, როცა ადამიანების საკმარისი რაოდენობა ვაქცინირებული  ან გადატანილი ინფექციის შედეგად დაცული იქნება და  კოვიდრეგულაციები წარსულს ჩაბარდება - განაცხადა ფაუჩიმ ფაინენშელ თაიმსთან ინტერვიუში. 

ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ვარაუდობს, რომ ყველა ამერიკელს  რეგულარული რევაქცინაცია არ დასჭირდება. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.  თუ თქვენ 30 წლის ჯანმრთელი ადამიანი ხართ თანმდევი დაავადებების გარეშე, შესაძლოა რევაქცინაცია ყოველ 4 ან 5 წელში ერთხელ  დაგჭირდეთ - ამბობს ფაუჩი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში