საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

07 თებერვალი 2022, 10:50 691 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 905 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 924, „პისიარ“ ტესტით – 12 981.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 325 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 106 221 გამოჯანმრთელდა, 15 246 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 751 192 აცრა, დღიურად აცრილია 722.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში