თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევასთან ერთად დადასტურდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა.