კორონავირუსი გავრცელების მაღალ ეტაპებზეა გადასული და ყოველდღე ახალი ანტირეკორდი მყარდება.
მწვანე პასპორტების გაუქმების შემდეგ კი გამოჩნდა, რომ ვაქცინაციის ტემპი იკლებს და ახლა მედიკოსები მხოლოდ იმუნური ფონის იმედად არიან, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა ძალიან ბევრი ინფიცირებულია, არადა ეს ბევრი ინფიცირებული სისტემას დატვირთვას უზრდის და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კოვიდის მართვა ჩამოიშალა, მატულობს სკოლების სია, რომელიც ონლაინ -რეჟიმზე გადადის, რადგან ომიკრონის გავრცელება საკმაოდ მაღალია ბავშვებში.