ხვალ, 3 თებერვალს, აჭარაში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 4 თებერვალს ამინდი გაუარესდება, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.
5 თებერვალს კიდევ უფრო გაუარესდება ამინდი, სანაპირო ზოლში თოვლჭყაპი, მთაში თოვლი და ქარბუქი იქნება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
ტემპერატურა დაიკლებს, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 5 ბალი.