შატალოვას მკვლელობის საქმე

02 თებერვალი 2022, 14:43 1411 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე  სამივე ბრალდებული  პატიმრობაში დატოვა.  დაცვის მხარემ სასამართლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მიმართა.

საუბარია საგამოძიებო მოქმედებებისას, ბიძინა ხასიას ფარულად ჩაწერაზე, საქმეში არსებულ ავტომობილებზე და მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონებზე. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული. 

შუამდგომლობები ჰქონდა ბრალდების მხარესაც.  პროკურორმა ბრალდებულების ბრალეულობაზე ისაუბრა და მათ შორის, ხაზი გაუსვა დაკავებულთა მხრიდან წარსულში ნარკოტიკული საშუალების კულტივირებაზე.

ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებულების მიმართ პატიმრობა ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. ამ საქმეზე  სამი პირი - ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი არის დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი