ჯონსონის და ზელენსკის შეხვედრა 

02 თებერვალი 2022, 11:12 1130 ნახვა

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ბრიტანეთისგან სანქციები დაუწესდება - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი გავლენის სფეროების შექმნას ცდილობს და უკრაინასთან ერთად, დასავლეთმა საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზეც უნდა იფიქროს.

ჯონსონი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ლონდონის სანქციები რუსულ სტრატეგიულ კომერციულ ინტერესებს დააზიანებს.

ორი ქვეყნის ლიდერები შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი სანქცია ეფექტურია ომის დაწყებამდე და არა მას შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი