ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულო არიან და ითხოვენ ბრალდებულებს ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანონ.
ბრალდებულებს გასულ კვირას ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი დაუმძიმდათ. განზრახ მკვლელობას, ჯგუფური ეპიზოდი დაემატა და ახლა ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
17 ოქტომბერს, ღამით თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ანასტასია შატალოვა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი, მათგან ორი შეუტყობინებლობის ბრალდებით.