ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია მოამზადა, რომელთა მიმართაც შესაძლოა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, უკრაინაზე პოტენციური რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებისას ან თანამონაწილეობენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებში“ – განაცხადა ფსაკიმ.