აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „მოდერნას“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

01 თებერვალი 2022, 10:01 822 ნახვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა, - ინფორმაციას სი ენ ენი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სპიქვაკსი 18 წლიდან ასაკის პირებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ „მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინააფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ, რომელმაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან სრული ავტორიზაცია მიიღო.

კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომლებიც კომპანიამ სააგენტოს წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი