საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობა ადმინისტრაცია ავრცელებს.
''მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა'' - წერია ინფორმაციაში.
პირველად ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 2021 წლის აპრილში დაუდასტურდა.