მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 375 მილიონს გადააჭარბა

31 იანვარი 2022, 10:20 782 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 375 მილიონს გადააჭარბა.

სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.68 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 296 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 73 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 75.5 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 41.3 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში