მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 პირი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. დაშავებული მეშახტეები ტყიბულიდან თბილისში წუხელ გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, 30 იანვარს დაახლოებით ღამის 11 საათისთვის ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. დაშავდა 9 ადამიანი. ერთი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა ჯერჯერობით უცნობია.
შახტის მფლობელი კომპანიის "საქნახშირის" შრომის უსაფრთხოების სამსახურმა წუხელვე დაიწყო შემთხვევის ადგილის გამოკვლევა.
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით.