"ოცნების ქალაქში" 582 ოჯახი წელსვე შესაბამის ფართს მიიღებს - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

28 იანვარი 2022, 12:05 3774 ნახვა

წელს დასრულდება ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, "ოცნების სახლის" მშენებლობა და 582 ოჯახი წელსვე მიიღებს შესაბამის საცხოვრისს - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია სამუშაოების მეორე ეტაპისთვის და ეს პროექტიც წელსვე დაიწყება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2022 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქედაში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა და შესაბამისი ოჯახები უსაფრთხო გარემოში რამდენიმე დღეში გააგრძელებენ ცხოვრებას.

"ქობულეთში ექსპლუატაციაში შედის მყარი ნარჩენების ობიექტი, რაც ერთის მხრივ ნიშნავს გაუმჯობესებულ გარემო პირობებს, მეორეს მხრივ ძალიან მალე მოვახდენთ ბათუმში, გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის კონსერვაციას და მის დახურვას.

წელს 22 მლნ ევროს ათვისება იგეგმება წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების განვითარების კუთხით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში და ეს ნიშნავს წყალმომარაგების სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას თითოეული ოჯახისთვის"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი