აჭარაში კორონავირუსის 1 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კლინიკურად გაჯანმრთელდა 460 პაციენტი, გარდაიცვალა 5.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 686 პაციენტი, მძიმეა 127-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 661 პაციენტი.