ბინები დევნილებს

27 იანვარი 2022, 19:35 740 ნახვა

დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე  გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა  განსახლების ალტერნატიულ მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის. ამ ეტაპზე, იძულებით გადადგილებულ ოჯახებს სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ  გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ  დევნილ ოჯახებს შესთავაზა.  განსახლების პროცესი დაწყებულია და მიმდინარე  წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი