აჭარაში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა

27 იანვარი 2022, 17:50 1461 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს უწყებამ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაზარადა.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს 13 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა.

„სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე. წელს, აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორც ეკომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ან ადღგენა/რეაბილიტაციისათვის“, - განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

უწყების ინფორმაციით, 2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ხანძრით დაზიანებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარის ნაცვლად გაიზარდა 20 000-ლარამდე, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახების ადგილმონაცვლეობისათვის 25 000 ლარის ნაცვლად, გაიცემა 30 000 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საცხოვრებელ ფართებს თანდაფინანსებით ჯამში, შეიძენს 100 ეკომიგრანტი ოჯახი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი