რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მეთაური პირადად გაეცნო აშშ-ის წერილობით პასუხს სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსული მხარის შეთავაზებებზე.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ დააყოვნებს აშშ-ის მიერ გადაცემულ დოკუმენტზე რეაქციას.
პესკოვის თქმით, პრეზიდენტი პუტინი კონსულტაციებს გაივლის მისი ადმინისტრაციის, მთავრობისა და უშიშროების საბჭოს წევრებთან.
კრემლის პრეს-სპიკერი ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს და ამერიკულ მხარეს სთხოვს ნუ დაელოდება კრემლის დაუყოვნებლივ რეაქციას.
რაც შეეხება რუსული მხარის პასუხის გასაჯაროვებას, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამის შესახებ ცალკე გადაწყვეტილებას მიიღებენ.