კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობა გახსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა გუშინ 26 გურჯაანში, სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.