ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა

11 თებერვალი 2025, 17:11 178 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

მოსამართლემ წინა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვალა და ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე ითხოვდა ანრი კაკაბაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.  მთავარ არგუმენტად კი დაზარალებული მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ წერილი დაასახელეს, სადაც ირაკლი დევაძე და ირაკლი ნაკაშიძე აღნიშნავენ, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია არ აქვთ. დაცვის მხარე ასევე მიუთითებდა, რომ კაკაბაძე დაგეგმილ მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობს და თავდებობის შესახებ 100 პირის წერილი წარმოადგინა.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და განაცხადა, რომ კაკაბაძის მხრიდან ისევ არსებობს დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რადგან კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.

რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ერთი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

 
 
 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში