აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.
„ის თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გეგმავს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუ ის შეიჭრება.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო.