ჯოზეფ ბორელის განცხადება

26 იანვარი 2022, 09:40 749 ნახვა

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის კრიზისი დეკემბერში არ დაწყებულა, არამედ მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მოსკოვმა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

„რუსეთი წლების განმავლობაში ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების წესრიგს და  სამხედრო ძალების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უკრაინაში და საქართველოში ძალა გამოიყენა. რუსეთი ძველი პირობების დაბრუნებას და გავლენის სფეროების აღდგენას ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არ არის კონცეფცია, რომელიც ამ საუკუნეს ეკუთვნის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეესკალაციის მისაღწევად ძალისხმევა და წვლილი შევიტანოთ ყველა დიპლომატიურ მცდელობაში.

ჩვენ ძლიერ სანქციებს ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს გადაწყვეტს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი რეაგირების ხასიათი რუსეთის არჩევანს უნდა შეესაბამებოდეს“  აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ორი პრიორიტეტი აქვს - დიპლომატია და შეკავება და ორივე საჭიროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი