ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე კონსულტაციები დაიწყეს. მხარეები უნდა შეჯერდნენ საერთო ტექსტზე, რომელიც სასესიო კვირას სხდომაზე გავა. ოპოზიციის მიზანი რეზოლუციის მოკლე დროში მიღებაა.
პოლიტიკური ოპონენტები საერთო აზრზე არიან, მიიჩნევენ, რომ რუსეთი აგრესიული ქმედებებით გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს და რეზოლუციით არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს დაცვაც მოხდება.
მხარეები აცხადებენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, შეძლეს საპარლამენტო ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმება იმაზე, რომ დოკუმენტის ინიცირება ერთობლივად მოხდება.