მსოფლიო მთავრობათა სამიტი. რიგით მეთორმეტე ღონისძიების სტუმართა რაოდენობა წელს რეკორდულია და 6 ათას აჭარბებს. მთავარი განსახილველი თემა კი მომავლის მთავრობებია.
მთავრობები, რომლებიც სწრაფად რეაგირებენ გამოწვევებზე.
სამიტი როგორც წესი ეკონომიკურ საკითხებზეა ორიენტირებული, ამიტომ მასში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიებისა და კორპორაციების წარმომადგენლები.
გარდა ამისა ფორუმში მონაწილეობენ პოლიტიკოსებიც, იმისთვის რომ გაცვალონ მოსაზრებები, გამართონ ორმხრივი შეხვედრები და ისაუბრონ ორმხრივ პარტნიორობაზე.
სამიტზე სიტყვით გამოვა და ლიდერებს მიმართავს ირაკლი კობახიძე, პრემიერს დაგეგმილი აქვს შეხვედრებიც.